მიიღე SEO სპეციალისტის მომსახურება
SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების გასაღებია. ის უზრუნველყოფს თქვენი ვებ-საიტის მოწინავე პოზიციებს საძიებო სისტემებში, რაც იწვევს მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვას და გაყიდვების ზრდას.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის უპირატესობები:
- მომხმარებელი თავად მოდის თქვენამდე
- იმატებს ბრენდის ცნობადობა
- იზრდება კონკურენტუნარიანობა
- ყველაზე მაღალი ROI & კონვერტაციის მაჩვენებელი
ინვესტიცია SEO-ში არის ინვესტიცია თქვენი ბიზნესის მომავალში.

SEO აუდიტი უფასოდ
გამოიკვლიეთ თქვენი ვებ-საიტის ხარვეზები და აღმოაჩინეთ განვითარების შესაძლებელობები, ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ.
SEO სპეციალისტის მომსახურებაში შედის
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია რამდენიმე მიმართულებით იყოფა:

ტექნიკური SEO
საძიებო სისტემებში კონკურენტული უპირატესობის მოპოვება თუ გსურთ, ტექნიკური SEO-ს გამართულობა საბაზისო აუცილებლობაა.
ვებ-საიტის სტრუქტურის, ჩატვირთვის სიჩქარის და სხვადასხვა პატარ-პატარა (ხანდახან დიდი) ასპექტის გაუმჯობესება მთლიანობაში ტექნიკური SEO-ს ვრცელ და მრავლისმომცველ მიმართულებას აერთიანებს.
ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და დეველოპერებთან კომუნიკაცია – სწორედ ამ საკითხების მოსაგვარებლად გჭირდებათ SEO სპეციალისტი.
On-Page SEO ოპტიმიზაცია
On-Page SEO კი ვებ-საიტის შინაარსობრივ ოპტიმიზაციას გულისხმობს და მუდმივად განგრძობად პროცესს წარმოადგენს.
ეს მოიცავს მეტა მონაცემების, ფოტოების, შიდა გადალინკვების, H-Tag სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ასევე ხარისხიანი კონტენტის შექმნას, რომელიც პირველ რიგში მომხმარებლებს და ამავდროულად საძიებო სისტემების ალგორითმებსაც მოეწონებათ.
On-Page SEO-ს სწორად გამართვა, თქვენს ვებ-საიტს, საძიებო სისტემების შედეგების პირველი გვერდისკენ უხსნის გზას. ამ რთული პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის კი აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზის მქონე SEO სპეციალისტის ჩართულობა.


Off-Page SEO
რაც შეეხება Off-Page SEO-ს, ეს მიმართულება ვებ-საიტის გარეთ არსებული ფაქტორების ოპტიმიზაციაზეა ორიენტირებული. იგი მოიცავს ხარისხიანი ბექლინკების მოპოვებას, მედიაგავრცელებების სტრატეგიის შემუშავებას და ონლაინ რეპუტაციის მართვას.
Off-Page SEO-ს ეფექტური განხორციელება ზრდის თქვენი საიტის ავტორიტეტს საძიებო სისტემების თვალში და აუმჯობესებს მის პოზიციებს.
ეს მრავალმხრივი პროცესი მოითხოვს მუდმივ ყურადღებას, ანალიზს და სტრატეგიულ მიდგომას. სწორედ ამიტომ, ამ სპეციფიკური ამოცანის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია ისევ და ისევ გამოცდილი SEO სპეციალისტის ცოდნა, უნარები და ინოვაციური მიდგომები.
ლოკალური SEO
ხოლო ლოკალური SEO ადგილობრივ ბაზარზე თქვენი ონლაინ ხილვადობის გაზრდაზეა ფოკუსირებული.
პროცესი მოიცავს Google My Business-ის ოპტიმიზაციას, ადგილობრივი საკვანძო სიტყვების სტრატეგიის შემუშავებას და ლოკალური ციტირებების მართვას. ლოკალური SEO-ს ეფექტური იმპლემენტაცია ზრდის თქვენს შანსებს, გამოჩნდეთ ადგილობრივ საძიებო შედეგებში და რუკებზე.
ეს ყველაფერი მოითხოვს ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნას და მუდმივ ადაპტაციას. აქედან გამომდინარე აუცილებელია საკითხსადმი კომპლექსური მიდგომა და ლოკალური ბაზრის სპეციფიკაში გათვიცნობიერებულ პროფესიონალთან თანამშრომლობა.

მიიღე უფასო SEO აუდიტი
SEO სპეციალისტისთვის, ვებ-საიტის და საძიებო ბაზრის სპეციფიკის შეფასება, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროექტის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. სწორედ პირველადი SEO აუდიტის დახმარებით იდენტიფიცირდება ვებ-საიტის პრობლემები და შესაძლებლობები.
პროექტები SEO სპეციალისტის ჩართულობით
თუ SEO სპეციალისტის მომსახურება დაგჭირდათ, ისიც უნდა იცოდეთ თუ რა პროექტებზე უმუშავია, რათა თქვენი ბიზნეს ვებ-საიტის SEO ოპტიმიზაცია თავისუფლად ანდოთ.
საქართველოს ტურიზმის მთავარი პლატფორმა Georgia.Travel-ი სრულიად განახლდა, გადაეწყო ახალ სისტემაზე, ახალი ფუნქციონალებით და მოერგო საძიებო სისტემებს.
პროექტის დასაწყისში “ვიტრას” ვებსაიტი პრაქტიკულად არ ჩანდა არცერთ სტრატეგიულ საძიებო სიტყვაზე, დასასრულს კი ვებ-საიტმა საოცარი შედეგები გვაჩვენა.
კერხერის გუნდის მიზანი იყო გამოჩენილიყვნენ მათთვის მნიშვნელოვან საძიებო სიტყვებზე, რომელზედაც სხვადასხვა ტექნიკური და On-Page ხარვეზების გამო არ ჩანდნენ.
წისქვილის ვებ-საიტის განახლება დაიგეგმა SEO სპეციალისტებთან ერთად, შედეგად ყველაფერმა დანაკარგების გარეშე ჩაიარა და მივიღეთ მაქსიმალურად SEO სტანდარტებზე მორგებული სისტემა.
Be.ge-ს პლატფორმა განახლდა SEO სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, რამაც გამოიწვია ტრაფიკის და პოზიციების მასიური ვარდნა. ჩართვის შემდეგ კი საიტი გაანალიზდა დეტალურად და პოზიციები აღდგა ნაწილობრივ.
“თეატრის” ვებ-საიტის აწყობისას დეველოპრების მიერ გათვალისწინებულ იქნა რიგი SEO რეკომენდაციები. რამაც ხელი შეუწყო გუნდის მიზანს, ჰქონოდათ ტექნიკურად გამართული პლატფორმა.
“აგროსფერო” ლიდერი კომპანიაა აგრო სექტორში, მათი მიზანი იყო SERP-ში სრული დომინირება და მნიშვნელოვან საძიებო სიტყვებზე ტოპ სამეულში ყოფნა.
“პოდსის” გუნდმა მიზანად დაისახა მომხმარებლამდე ციფრულადაც მიეტანათ საკუთარი პროდუქტი და გამომდინარე ნიშაში არსებული სარეკლამო შეზღუდვებისა გადაწყვიტეს ესარგებლათ SEO მომსახურებით.
“დიოგენეს” გუნდის მიზანი იყო წიგნების ონლაინ მაღაზიის პოპულარიზაცია და პლატფორმის განახლების შემდეგ, გადაწყვიტეს საძიებო სისტემებისთვის ვებ-საიტის ოპტიმიზაცია.
“იორლენდი” ბიო პროდუქტებისა და ჯანსაღი კვების მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, მათ სურდათ თავისი პროდუქტი და რჩევები მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე მიეტანათ.
“კუპერბერგზე” მუშაობის დაწყებისას იდენტიფიცირდა სერვერზე არსებული იაპონური SERP ჰაკი, რის გამოც მოგვიანებით საჭირო გახდა სისტემის სრული განახლება.
“ინდიგოს” ძირითადი მიზანი იყო ვებ-საიტის ტექნიკური გამართვა და თანამშრომელთა დატრენინგება სტატიების გამართულად განთავსების კუთხით.
ყველაფერი SEO ოპტიმიზაციის შესახებ
რა უნდა იცოდეთ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შესახებ სანამ SEO სპეციალისტის შერჩევას დაიწყებთ.
ნოემბრის სავსე მთვარე მერკურის დადებითი ასპექტით ხასიათდება, რაც იდეალურ დროს ქმნის ციფრული კომუნიკაციების დასაწყებად. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი განსაკუთრებით
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ვებ-საიტი არის ფიზიკური მაღაზია. ON-Page SEO კი არის ის, რაც ამ მაღაზიას მიმზიდველს და ფუნქციურს ხდის მყიდველებისთვის.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ვებსაიტი პატარა მაღაზიაა ციფრული სივრცის უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში. On-Page SEO ამ მაღაზიის ვიტრინას და ინტერიერს ალამაზებს, მაგრამ
ლოკალური SEO არის ის ჯადოსნური პროცესი, რომელიც ეხმარება თქვენს ბიზნესს გამოჩნდეს სწორედ მაშინ, როდესაც ადგილობრივი მომხმარებლები ეძებენ თქვენს მსგავს პროდუქტს
წარმოგიდგენიათ მანქანა, რომელიც გარედან ბრწყინავს, მაგრამ ძრავა აქვს გაუმართავი? ზუსტად ასეა საქმე ვებ-საიტებთანაც. შეიძლება გქონდეთ ლამაზი დიზაინი და შესანიშნავი კონტენტი,
FAQ - ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს SEO მომსახურება ?
SEO მომსახურების ფასი დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, სამუშაოს მოცულობაზე, კონკურენციაზე, რომელი ქვეყნის ბაზარზე გსურთ პოზიციონირება, მოსაპოვებელი ბექლინკების რაოდენობაზე, დასაოპტიმიზებელი ენების რაოდენობაზე, საწარმოებელი ქონთენთის სიხშირეზე და მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე.
ქართული ბაზრისთვის, საშუალოდ, ერთ ვებ-საიტზე, ერთი ენის ფასი მერყეობს ყოველთვიურად 1500-3000 (NET) ლარის ფარგლებში.
რამდენ ხანში მივიღებთ შედეგებს ?
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია წარმოადგენს მუდმივად განგრძობად, გრძელვადიან მარკეტინგულ პროცესს.
ქართულ ბაზარზე ხელშესახები შედეგის ნახვა შესაძლებელია 6-12 თვის პერიოდში, თუმცა აქაც კონკურენციის მიხედვით ეს პერიოდი შეიძლება იყოს უფრო მცირე ან უფრო ვრცელი.
როგორ იზომება SEO შედეგები ?
- ონლაინ გაყიდვების ზრდით
- ოფლაინ გაყიდვების ზრდით
- შემოსული ლიდების რაოდენობის ზრდით
- განხორციელებული ზარების რაოდენობის ზრდით
- სასურველ საძიებო სიტყვებზე პოზიციების ზრდით და გამყარებით
- შემოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდით
- რელევანტურ ქივორდებზე ორგანული გამოჩენების (Impressions) რაოდენობის ზრდით
- ასევე, SERP-ში მასიურად გამოჩენა ზრდის ბრენდის ცნობადობას და მომხმარებლის ლოიალობას
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში საძიებო სიტყვებზე პოზიციების მოპოვება ?
უმეტესწილად შეუძლებელია, საძიებო სისტემები არ მოქმედებენ რეკლამასავით. ანუ დღეს ჩატარებულ სამუშაოს შედეგი მყისიერად არ აქვს და მნიშვნელოვანია ნიშური ავტორიტეტის მოპოვება, რათა მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდეთ. ეს კი გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს თანმიმდევრულ მუდმივ მუშაობას.
ყველაფერზე რომ მოწინავე პოზიციებზე ვიყო, SEO მაინც მჭირდება ?
დიახ, რადგან თუკი კონკურენტი ჯერ კიდევ არ არის მოწინავე პოზიციებზე, ნიშნავს რომ იგი არ იშურებს ენერგიასა და ფინანსებს იმისთვის, რომ თქვენს ადგილზე აღმოჩნდეს.