გახადეთ თქვენი ვებ-საიტი ხილული საძიებო სისტემებისთვის და მოიზიდეთ მეტი მომხმარებელი.
თუკი უკვე იცით, რომ SEO ოპტიმიზაცია აუცილებელია თქვენი ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის,
მაგრამ არ იცით საიდან უნდა დაიწყოთ, პასუხი მარტივია – პირველადი SEO აუდიტით.
ვებ-საიტის სტრუქტურა, ჩატვირთვის სიჩქარე, Schema მარქაფი, ბმულების დუბლირება, ინდექსაციის პრობლემები, რენდერინგი და სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზები - გამოვავლენ პრობლემებს და შემოგთავაზებთ გამოსწორების გზებს.
შევამოწმებ მეტა მონაცემებს, H-Tag სტრუქტურას, კონტენტის ხარისხს, ფოტოების მდგომარეობას და შიდა გადალინკვების სტრუქტურას. მიიღებთ რეკომენდაციებს, რომლებიც საჭიროა საძიებო სისტემების მოწინავე პოზიციებზე მოსახვედრად.
შევაფასებ თქვენი ვებ-საიტის ავტორიტეტს, შევადარებ კონკურენტებს და შემოგთავაზებთ ვარიანტებს ხარისხიანი ბექლინკების მოსაპოვებლად. განვსაზღვრავ თქვენი ბექლინკ პროფილის Toxic Score-ს და მოგაწვდით ინფორმაციას გაუმჯობესების ხერხებზე.
შევისწავლი, თქვენს ნიშაში, მიმდინარე მომენტში მოწინავე პოზიციებზე მყოფ რამდენიმე კონკურენტს და შემოგთავაზებთ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს (საერთო ქივორდები, დომენის ავტორიტეტი და სხვა) ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.
SEO სპეციალისტისთვის, ვებ-საიტის და საძიებო ბაზრის სპეციფიკის შეფასება, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროექტის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. სწორედ პირველადი SEO აუდიტის დახმარებით იდენტიფიცირდება ვებ-საიტის პრობლემები და შესაძლებლობები.
SEO მომსახურების ფასი დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, სამუშაოს მოცულობაზე, კონკურენციაზე, რომელი ქვეყნის ბაზარზე გსურთ პოზიციონირება, მოსაპოვებელი ბექლინკების რაოდენობაზე, დასაოპტიმიზებელი ენების რაოდენობაზე, საწარმოებელი ქონთენთის სიხშირეზე და მრავალ სხვადასხვა ფაქტორზე.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია წარმოადგენს მუდმივად განგრძობად, გრძელვადიან მარკეტინგულ პროცესს.
ქართულ ბაზარზე ხელშესახები შედეგის ნახვა შესაძლებელია 6-12 თვის პერიოდში, თუმცა აქაც კონკურენციის მიხედვით ეს პერიოდი შეიძლება იყოს უფრო მცირე ან უფრო ვრცელი.
უმეტესწილად შეუძლებელია, საძიებო სისტემები არ მოქმედებენ რეკლამასავით. ანუ დღეს ჩატარებულ სამუშაოს შედეგი მყისიერად არ აქვს და მნიშვნელოვანია ნიშური ავტორიტეტის მოპოვება, რათა მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდეთ. ეს კი გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს თანმიმდევრულ მუდმივ მუშაობას.
დიახ, რადგან თუკი კონკურენტი ჯერ კიდევ არ არის მოწინავე პოზიციებზე, ნიშნავს რომ იგი არ იშურებს ენერგიასა და ფინანსებს იმისთვის, რომ თქვენს ადგილზე აღმოჩნდეს.
მიიღე SEO მომსახურება 4+ წლიანი გამოცდილების მქონე SEO სპეციალისტისგან და გაზარდე ბიზნესის ხილვადობა საძიებო სისტემებში.